„რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მძიმე ადამიანური შედეგები“ – HRW-ი ანგარიშს აქვეყნებს

13 აგვისტო 2018, 00:00 2150 ნახვა

„სამაგალითო დასჯა: საქართველოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მძიმე ადამიანური შედეგები“ –  Human Rights Watch-ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არალეგალური ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის  სისხლის  სამართლებრივი დევნა ხშირად ხანგრძლივი პატიმრობით და ზედმეტად მძიმე ჯარიმების დაკისრებით მთავრდება იმ ადამიანებისთვის, ვისაც სხვისთვის არაფერი დაუშავებია და მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნით შეიძინა მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველომ გარკვეული ნაბიჯები გადადგა ლიბერალიზაციისკენ, არსებული კანონმდებლობა მაინც ზედმეტად მკაცრია. კვლევის დროს გამოიკითხა    ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებული 85 პირი,  ადვოკატები, ოჯახის წევრები, ხელისუფლების წარმომადგენლები, უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციები. 

ამავე კატეგორიაში