ანგელა მერკელი საქართველოში ჩამოვა

14 აგვისტო 2018, 00:00 1674 ნახვა

მომდევნო კვირის ბოლოს საქართველოს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ეწვევა. 23-24 აგვისტოს დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობაზე დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. ვიზიტი სამხრეთ კავკასიის რეგიონშია დაგეგმილი, შესაბამისად თბილისის შემდეგ, კანცლერი სომხეთ, ერევანში გაემგზავრება, მოგვიანებით კი აზერბაიჯანს, ანუ ბაქოსაც ეწვევა.

დავით ზალკალიანის თქმით გერმანიის კანცლერის ვიზიტი 10-წლიანი პაუზის შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს.  ზალკანიანმა ხაზი გაუსვა რომ გერმანიის მხარდაჭერა ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში ძალიან მნიშვნელოვანია. 

ამავე კატეგორიაში