დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა იქნება, ორ დღეში კი გამოიდარებს - დაგეგმეთ დღე

17 სექტემბერი 2018, 00:00 2067 ნახვა

დღეს, 18 სექტემბერს, მთელი აჭარის ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი. ხვალიდან, ნალექის ინტენსივობა დაიკლებს და 20 სექტემბრიდან სტაბილურად თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

დღეს ბათუმში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, იწვიმებს ხანმოკლედ, ელჭექით.ჰაერის ტემპერატურა ღამით +20 დღისით კი +25 გრადუსია.

ქობულეთშიც ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ღამით +17 დღისით +24, იგივე მაჩვენებლებია ქედასა და შაუხევში.  

ხულოში პერიოდულად ღრუბლიანობა იქნება, უმეტესად უნალექოდ. აქ ტემპერატურა ღამით +14, ხოლო დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება 

გომარდულზეც ცვალებადი მოღრუბლულობა და მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +12 დღისით +20

გოდერძის უღელტეხილზე ცვალებადი მოღრუბლულობა, წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +19 დღისით +16

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში