''ბიძინა ივანიშვილი 28 ოქტომბერს უკანასკნელ პოლიტიკურ ტანგოს იცეკვებს'' - შალვა ნათელაშვილი

24 ოქტომბერი 2018, 00:00 3068 ნახვა

''ბიძინა ივანიშვილი 28 ოქტომბერს იცეკვებს უკანასკნელ პოლიტიკურ ტანგოს'' - ეს განცხადება შალვა ნათელაშვილმა ბათუმში გააკეთა.

პრეზიდენტობის კანდიდატი ამ წუთებში ამომრჩეველს ხვდება.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ამბობს, რომ საარჩევნო პროცესებში ჩართულია სუსი-სა და უშიშროების სამსახურები.  

ნათელაშვილი ირწმუნება, რომ საქართველოში არსებობს 1400 ე.წ ​ მევანე უბანი. აღნიშნული უბნების კომისიების წევრები კი, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილმა მოისყიდა.

შალვა ნათელაშვილი ამომრჩევლებს რამდენიმე ინიციატივის შესახებაც ესაუბრა. მისი თქმით, რუსეთთან უვიზო რეჟიმი უნდა ამოქმედდეს, რაც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ქართული მანდარინი რუსულ ბაზარზე მარტივად გაიტანოს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში