ირაკლი ჭეიშვილი მედეა ვასაძისა და მურმან დუმბაძის წინააღმდეგ

14 ნოემბერი 2018, 00:00 2985 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი ჭეიშვილი გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების, მურმან დუმბაძესა და მედეა ვასაძის წინააღმდეგ.

სასამართლო პროცესზე დღეს მხარეებმა დასკვნითი სიტყვები თქვეს. მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე საქმეზე გადაწყვეტილებას 20 ნოემბერს გამოაცხადებს.

ირაკლი ჭეიშვილი ოპონენტებს გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას ედავება. მან სასამართლოში სარჩელი 2015 წელს შეიტანა. საფუძველი მედეა ვასაძისა და მურმან დუმბაძის განცხადებები გახდა, რომლის მიხედვითაც ჭეიშვილი სამსახურებრივი ავტომანქანით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა, უკან დაბრუნების შემდეგ ავტომანქანა პოლიციამ დააკავა, საიდანაც ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

ჭეიშვილი აცხადებს, რომ იგი ხსენებულ პროცესში არ მონაწილეობდა და აღნიშნულ დროს ავტომანქანაში არ იმყოფებოდა,  მის წინააღმდეგ კი ცილისმწამებლური კამპანია ააგორეს.

მედეა ვასაძის თქმით, მისი განცხადებები ლოგიკური იყო და ბოდიშის მოხდა არ მოუწევს.  

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში