საკანალიზაციო ნარჩენები მდინარეში

21 ნოემბერი 2018, 00:00 1404 ნახვა

​საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ დაბა ქედაში მცხოვრები მოქალაქეები. ამბობენ რომ, გაუმართავი სისტემის გამო საკანალიზაციო ნარჩენები ეზოებსა და საკარმიდამო ნაკვეთებში იღვრება, ამასთან მხოლოდ ნაწილობრივ გაფილტრული ჩაედინება მდინარეში.

მერია ახლა აპირებს პრობლემის შესწავლას. ამ მუნიციპალიტეტშიც, სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად „აჭარისყწლის ალიანსის“ იმედად არიან, რომელსაც გრანტის და სესხის სახით აქვს მიღებული თანხა. ეს ალიანსი როგორც ვიცით უშუალოდ პროექტების განხორციელებას 2020 წლიდან დაიწყებს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში