''საპენსიო ფონდში'' მოქალაქეების იძულებით ჩართვას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

08 იანვარი 2019, 00:00 1509 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. 

მესამე სექტორის წარმომადგენლები არაკონსტიტუციურად კანონის იმ ნაწილს მიიჩნევს, რომელიც მოქალაქეებს აიძულებს ყოველთვიურად ხელფასის 2% საპენსიო ფონდში გადარიცხონ. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ კანონი არ უტოვებს დასაქმებულებს  არჩევანს სურთ თუ არა საპენსიო სქემაში მონაწილეობა.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენელი ედუარდ მარიკაშვილი ტელეკომპანია "რუსთავი2"-თან აღნიშნავს, სახელმწიფო პრაქტიულად იხსნის პასუხისმგებლობას ამ თანხის დაკარგვის შემთხვევაში ზარალის ანაზღაურებაზე. 

„მიგვაჩნია, რომ დამსაქმებელს შემთხვევაში სახელმწიფოს არ აქვს უფლებამოსილება რომ მოქალაქეების მაგივრად გადაწყვიტოს თუ როგორ არის უკეთესი მათი ქონების განკარგვა, რაც ამ შემთხვევაში ხდება.

არ არსებობს მექანიზმი, რომლითაც მოქალაქეები ამ თანხის დაკარგვის შემთხვევაში შეძლებენ მის ანაზღაურებას, ანუ სახელმწიფო იხსნის პასუხისმგებლობას ამ თანხის დაკარგვის შემთხვევაში ანაზღაურებაზე“-ამბობს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” სტრატეგიული სამართალწარმოების პროგრამის დირექტორი ედუარდ მარიკაშვილი.

დაგროვებითი პენსიის სისტემა 1 იანვრიდან უკვე ამოქმედდა. ფორმულის მიხედვით, ყოველთვიური დაუბეგრავი ანაზღაურების 2%-ს მოქალაქე იხდის საპენსიო ფონდში, 2% დამსაქმებელი კომპანია, ხოლო ამდენივეს სახელმწიფო ინახავს. შესაბამისად, მოქალაქის საპენსიო ფონდში ყოველთვიურად გროვდება მისი დაუბეგრავი ანაზღაურების 6%-ი. 

თუ ადამიანი თვითდასაქმებულია მას ნებაყოფლობით შეუძლია ყოველდთვიურად შემოსავლის 4%-ი  შეიტანოს საპენსიო ფონდში, ხოლო ფონდში დამატებით 2%-ი ბიუჯეტიდან შეივსება.   

საპენსიო ფონდში თანხის გადახდა სავალდებულოა 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის, 40 წლის ზემოთ პირებს კი არჩევანის გაკეთების საშუალება აქვთ.  სამი თვის შემდგომ, მხოლოდ 40 წელს გადაშორებულ მოქალაქეებს შეუძლიათ უარი განაცხადონ პენსიის დაგროვებაზე, სამი თვის თანხა კი უკან არ დაუბრუნდებათ. 

სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა.

ამავე კატეგორიაში