დღეიდან ძალაშია სამშენებლო პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტი

15 იანვარი 2019, 00:00 1427 ნახვა

დღეიდან ასევე ძალაშია  სამშენებლო პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტი. რეგულაცია  განსაზღვრავს ეკონომიკური ოპერატორების ვალდებულებას, უზრუნველყონ სამშენებლო პროდუქტების შესაბამისობა რეგლამენტის მოთხოვნებთან. ეს ეხება ცემენტს, არმატურას, ელექტროკაბელებს და  პლასტმასის მილებს. რეგლამენტის თანახმად, იმპორტის გზით სამშენებლო პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსებისთვის, იმპორტიორი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია ან შესაბამისი დოკუმენტები, სამშენებლო პროდუქტის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისა და ამ დოკუმენტის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსათვის მიწოდების მიზნით. ამ წესის დარღვევის შეთხვევაში  პროდუქტის რეალიზაცია შეჩერდება,  მოხდება მისი ამოღება, გამოთხოვა და განადგურება. ტექნიკური რეგლამენტი ევროკავშირის განვითარებული ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკაზეა დაფუძნებული და ეს ვალდებულება ჩვენმა ქვეყანამ  ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ დადებული  ხელშეკრულებით  აიღო.

ამავე კატეგორიაში