დატბორილი ქუჩები -სამუშაოების დროს წყლის მილი დაზიანდა

02 მარტი 2019, 00:00 2434 ნახვა

დღეს ბათუმის ცენტრში, „ენერგოპროჯორჯიას“ მიერ წარმოებული სამუშაოების დროს წყლის ცენტრალური მილი დაზიანდა. დაიტბორა ბარათაშვილისა და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთის მიმდებარე ტერიტორია.

რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდებაც შეუწყდა. „ბათუმის წყლის“ დირექტორ მარიკა გვიანიძის განცხადებით, დაზიანების ადგილს სწავლობენ, სასმელი წყლის მიწოდება კი დილიდან აღდგება.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში