29 წლის გარდაცვლილი ქალის მკურნალ ექიმს შეუჩერდა უფლებამოსილება - ამ ინფორმაციის საფუძველზე აქცია დროებით შეწყდა

23 მარტი 2019, 00:00 21130 ნახვა

29 წლის გარდაცვლილი ქალის მკურნალ ექიმს შეუჩერდა უფლებამოსილება - ამ ინფორმაციის საფუძველზე აქცია დროებით შეწყდა 

ბათუმში 29 წლის გარდაცვლილი ქალის მელანო ფუტკარაძის ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია დროებით მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც ოჯახს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი ქალს მკურნალ ექიმს უფლებამოსილება შეუჩერდა. 

ექიმისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად ამ ეტაპზე სამინისტროს არ დაუდასტურებია. 

"თუ ექიმს შეუჩერდა უფლებამოსილება, მაშინ ჩვენ შევწყვეტთ აქციებს, დღეს კი ამ ინფორმაციის საფუძველზე დავიშლებით" - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს  გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრებმა. 

დღეს ოჯახის წევრები მთელი დღის განმავლობაში აქციას მართავდნენ. ჯერ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან მდუმარე აქცია გამართეს, მოგვიანებით ბაგრატიონის ქუჩაზე წრიული გადაკეტეს, გვიან ღამით კი ცენტრალური მაგისტრალი. 

29 წლის მელანო ფუტკარაძის ოჯახი, მის გარდაცვალებაში მკურნალ ექიმს ადანაშაულებდნენ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში