ქედის მერი, რომელმაც არჩევნებზე ''ქართულ ოცნებაზე'' მეტი ხმა დააგროვა - ''თუ გუნდი დამარწმუნებს, შესაძლოა წავიდე''

29 მარტი 2019, 00:00 2728 ნახვა

ქედის არჩეული მერი ლევან გორგილაძე, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნებზე იმაზე მეტი ხმა დააგროვა, ვიდრე მისმა წარმდგენმა პარტია "ქართულმა ოცნებამ", ამბობს, რომ გუნდის გადაწყვეტილების შემთხვევაში, არ გამორიცხავს მერის პოსტი დატოვოს.

პოზიცია ლევან გორგილაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის "მთავარი 9" სტუმრობისას დააფიქსირა. 

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ ნიშნავს მერის ეს განცხადება, რომ პარტიას უფრო სცემს პატივს, ვიდრე მის ამომრჩეველს? - ლევან გორგილაძე პასუხობს, რომ გუნდის გადაწყვეტილება არ ნიშნავს ერთი ადამიანის პოზიციას.

''თქვენ თვლით, რომ ჩემზე უკეთესი ვერ მოვა ქედაში? მე გუნდში მაქვს საკუთარი ხმა, ანუ გუნდის გადაწყვეტილება იმას კი არ ნიშნავს, რომ ვიღაც ამბობს და მე ვასრულებ. თუ დამარწმუნა გუნდმა, რომ უფრო უკეთესი ადამიანი მოვა ჩემს ადგილზე და მე შემომთავაზებენ სხვა საკეთებელს, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაში ეს შესაძლებელია'' - თქვა პირდაპირ ეთერში ლევან გორგილაძემ.

ქედის მერი გუშინ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე სასაუბროდ მოიწვიეს. ამ საკითხზე კი მოსაზრება გადაცემის ბოლოს დააფიქსირა, როცა ხულოს არჩეული მერის გოჩა მელაძის გადადგმის საკითხის დაისვა კითხვა. 

 

 

თეონა ბაკურიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში