საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა

19 ნოემბერი 2025, 16:04 125 ნახვა

საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საუბარი პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ-საგანმანათლებლო, მტკიცე მეგობრულ ურთიერთობებსა და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებს შეეხო.

ხაზი გაესვა სომხეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მეტად განვითარების მნიშვნელობას, ამასთან, გამოითქვა მზადყოფნა გაღრმავდეს ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა და ინტეგრაციული პროცესი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით.

შეხვედრას სტუმართა მხრიდან სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი, ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აშოტ სუმბატიანი, სომხეთის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ხაჩატურ პოღოსიანი, ეროვნული ასამბლეის წევრი შირაკ ტოროსიანი, ხოლო საქართველოს მხრიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველო-სომხეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე ესწრებოდნენ.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე