პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლი თითქმის ლოკალიზებულია - ტაძრის მთავარი სტრუქტურა შენარჩუნებულია /live/

16 აპრილი 2019, 00:00 2650 ნახვა

პარიზში 400-მდე მეხანძრე მაშველმა, ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლი თითქმის ჩააქრეს. ტაძრის მთავარი სტრუქტურა გადარჩენილია.  ხვალ, 12 სათიდან, ნოტრ-დამის აღდგენითი სამუშაოებისთვის ფულის შეგროვება მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყება.

 

15 აპრილს გაჩენილი ხანძრის გამო, ღვთისმშობლის ტაძარს "კოლოსალური ზიანი" მიადგა, ჩაინგრა ტაძრის სახურავიც. მეხანძრე მაშველებმა, ტაძარში არსებულ რელიქვიების გამოტანა და გადარჩენა შეძლეს. მათ შორის ქრისტიანებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიქვია, ქრისტეს ეკლის გვირგვინი.

პარიზის კათედრალში

ხანძარი საღამოს, 19 საათისთვის გაჩნდა. ცეცხლი მალევე მოედო შენობას, რომელიც ხარაჩოებში იყო ჩასმული. ტაძარის ნაწილში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რის გამოც შენობიდან ქვის ქანდაკებები გამოტანილი იყო. სამართალდამცველებმა ხანძრის გაჩენის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყეს, თუმცა მეხანძრეები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი გაჩენა, შესაძლოა შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს უკავშირდებოდეს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში