ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-12 საერთაშორისო გამოფენა დასრულდა

12 მაისი 2019, 20:23 2334 ნახვა

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-12 და სამედიცინო ტურიზმის მე-2 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა დღეს დასრულდა. დასკვნით ცერემონიაზე გამოფენაში მონაწილე ყველა კომპანია დააჯილდოვეს.

სამი დღის განმავლობაში დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სამედიცინო სფეროში დანერგილ ინოვაციებს, ესარგებლათ უფასო კონსულტაციებით და მიეღოთ ინფორმაცია ტურიზმის სფეროს სიახლეებზე. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე ათი უცხოური ქვეყნის    კომპანიები. ღონისძიების ორგანიზატორია საერთაშორისო საგამოფენო კომპანია „ჯეონეთ ექსპო“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში