პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა

30 მაისი 2019, 15:17 1198 ნახვა

პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. შეკამათება ლევან გოგიჩაიშვილს, მიხეილ ყაველაშვილსა და მუხრან ვახტანგაძეს შორის იყო, თუმცა რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია.

სხდომათა დარბაზში შეკამათების შემდეგ დეპუტატები კაბინეტებში  გავიდნენ.   დაპირისპირების მიზეზებზე არ საუბრობს მიხეილ ყაველაშვილი. ის აცხადებს, რომ შეკამათება პირად საკითხზე მოუვიდათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში