პარლამენტში ინტერპელაციის წესით მამუკა ბახტაძეს, დავით სერგეენკოსა და თამარ ჟვანიას მოუსმენენ

31 მაისი 2019, 12:17 1109 ნახვა

პარლამენტში დღეს დეპუტატების მოთხოვნით, პრემიერ-მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მივლენ. მამუკა ბახტაძე „ევროპულმა საქართველომ“ მიიწვია და ინტერპელაციის წესის შესაბამისად, მას ორი კითხვა წინასწარ გადაუგზავნა.

ოპოზიციური ფრაქციის ინტერესი საბანკო რეგულაციებს შეეხება.  თამარ ჟვანია გასული წლის საპრეზიდენტო და 2019 წლის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით სასაუბროდ ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიწვია. დავით სერგეენკო კი ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით მიიწვია.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში