‘’ნინობურჯანაძე - დემოკრატიულ მოძრაობას“ „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“ ეწოდა

02 ივნისი 2019, 21:20 1339 ნახვა

პარტია „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს. მისი განმარტებით, გაერთიანებაში საარჩევნო ბლოკებად დაჯგუფება ან პოლიტიკური პლატფორმების გაერთიანება არ იგულისხმება და საუბარია მხოლოდ პოზიციების გაერთიანებაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

საარჩევნო სისტემის დახვეწაში კი ნინო ბურჯანაძის განმარტებით, პირველ რიგში მომდევნო საპარალამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარების მოთხოვნა იგულისხმება. პარტიამ „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ სახელწოდება შეიცვალა და ამიერიდან იგი „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა” იქნება. შეიცვალა პარტიის ლოგო და სიმბოლიკაც. რიგგარეშე ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ კიდევ ერთხელ აირჩიეს ნინო ბურჯანაძე.

გენერალური მდივნის პოსტი კი გიგლა ბარამიძემ დაიკავა. განახლდა პარტიის მთავარი საბჭოს შემადგენლობაც. როგორც პარტიის ლიდერები აცხადებენ, მათ მთავარი ამოცანა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება და ამ არჩევნებში გამარჯვების მოპოვება იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში