იმ ქვეყნის დროშის აღმართვა, ვისთანაც კონფლიქტი გვაქვს, შესაძლოა აიკრძალოს 

14 ივნისი 2019, 17:37 2929 ნახვა

შესაძლოა, უახლოეს პერიოდში, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ რეგულაციები შეიმუშაოს, რომლის მიხედვითაც  საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის დროშების აღმართვისა და გამოფენის წესი განისაზღვრება  - ინფორმაციას ინტერპერსნიუსი ავრცელებს.

საინფორმაციო პორტალის ცნობით, სხვადასხვა ქვეყნის დროშის აღმართვა-გამოფენა, რომელთანაც საქართველოს კონფლიქტი აქვს ან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს, კანონით დარეგულირდება.

„ეს მომავალში გამორიცხავს გაუგებრობებს, დაკავშირებულს უცხო ქვეყნის დროშების, მათ შორის იმ სახელმწიფოს დროშის აღმართვა-გამოფენასთან, რომელსაც საქართველოსთან გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები ან კონფლიქტში იმყოფება“, - აღნიშნავენ ჰერალდიკის საბჭოში.

ბოლო წლებში, აჭარაში რუსეთის ფედერაციის დროშის გამოყენების ან აფრიალებს არა ერთი ფაქტი დაფიქსირდა, რასაც საზოგადოების მხრიდან მწვავე შეფასება ჰქონდა. ოკუპანტი ქვეყნის დროშის აფრიალებას, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს, აჭარის  განათლების ყოფილი მინისტრიც შეეწირა. მან პოსტი, დამოუკიდებლობის დღეს, ფესტივალზე აფრიალებული რუსული დროშის გამო დატოვა. 

ოკუპანტი ქვეყნის დროშის გამოფენის ფაქტები ხშირია კერძო სასტუმროებსა თუ კაფე ბარებზეც. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში