მოსკოვმა დაგმო საქართველოში ძალადობრივი ქუჩის პროტესტი და მას საშიში ანტი-რუსული პროვოკაცია უწოდა

21 ივნისი 2019, 18:31 685 ნახვა

მოსკოვმა დაგმო   საქართველოში  ძალადობრივი ქუჩის პროტესტი  და მას საშიში ანტი-რუსული პროვოკაცია უწოდა, რომელიც   რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებას  ემუქრებოდა. კრემლის პრეს-სპიკერმა  დიმიტრი  პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომხდარი ინციდენტი სერიოზული  შეშფოთების  საკითხია იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად  საქართველოში  უამრავი რუსი ტურისტი იმყოფება.

„ყველაფერი ის, რაც გუშინ საქართველოში ხდებოდა, რუსოფობიური პროვოკაციის მეტი არაფერია. ის ფაქტი, რომ იქ აგრესიული მანიფესტანტები რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ გამოდიოდნენ,  ჩვენს   სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.   საქმე ეხებოდა მათ პირად უსაფრთხოებას. მსგავსი რუსოფობიური განწყობები რა თქმა უნდა იწვევს სერიოზულ შეშფოთებას. მოდით,  ნუ დაგვავიწყდებათ, რომ   საქართველო არის  ქვეყანა, სადაც რეგულარულად მოგზაურობს საკმაოდ დიდი რაოდენობით ტურისტი რუსეთიდან

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში