''არ მომხდარა რუსეთის მოქალაქეების მიმართ ძალადობა'' - ნინო ლომჯარიას პასუხი რუსეთის ომბუდსმენს

23 ივნისი 2019, 14:49 1310 ნახვა

რუსეთის ომბუდსმენი ტატიანა მოსკალკოვა საქართველო სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარია სთხოვს, დაეხმაროს საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვაში.  მისი განცხადებით, „რუსული ტელეარხის „რასია 24“-ის გადამღებ ჯგუფს თავს ნაციონალისტები დაესხნენ და ათასობით რუსი ტურისტი იძულებული იყო, სამშობლოში დაბრუნებულიყო“. მისივე თქმით, დაირღვა რუსეთის დელეგაციისა და მისი ხელმძღვანელის სერგეი გავრილოვის უფლებები მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე. რუსეთის ომბუდსმენის განცხადებით, „თბილისში მიმდინარე მოვლენები ღრმა შეშფოთების საფუძველს იძლევა“.  

საქათველოს სახალხო დამცველის განცხადებით კი, აპარატისთვის რუსეთის ფედერაციის არცერთ მოქალაქეს არ მიუმართავს უფლებრივი დარღვევის შემთხვევების გამო. ნინო ლომჯარია თქმით, ერთადერთი ინდივიდუალური შემთხვევა, რაც მისთვის ცნობილი გახდა, ეხება სავარაუდოდ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტს რუსული მედიასაშუალების რესპონდენტის მიმართ, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ  საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს სახალხო დამცველი დაიცავს ყველა მოქალაქის უფლებას საქართველოს ტერიტორიაზე, განურჩევლად მათი მოქალაქეობისა თუ ეთნიკური კუთვნილებისა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში