შუახევის სოფლებში გარეული ცხოველები გამოჩნდნენ

28 ივნისი 2019, 21:05 5367 ნახვა

შუახევის სოფლებში მტაცებელი ცხოველებისგან დაცვას ითხოვენ - მგლები და დათვები მოსახლეობამ სახლებთან ახლოს შენიშნა, ისინი მოსალოდნელ საფრთხეზე საუბრობენ. ამასთან ამბობენ, რომ უკვე დაფიქსირდა პირუტყვის და ნარგავების დაზიანების ფაქტები. პრევენციისთვის ადგილობრივ მერიაში მონადირეთა ჯგუფი დაიქირავეს, საჭიროების შემთვევაში მგლებთან დაკავშირებით მოქალაქეებმა გარემოს დაცვის სამინისტროს უნდა შეატყობინოს.

რაც შეეხება დათვს - დათვის მოკვლა ჯარიმას ითვალისწინებს 5000 ლარის ოდენობით. შესაბამისად მთავრობა მოსახლეობის ინფორმირებაზე ზრუნვას აპირებს, ამბობენ, რომ ცხოველების მოსახლეობასთან მიახლოვება, შესაძლოა ისევ მოქალაქეების დაუდევრობით იყოს გამოწვეული, პროვოცირებას კი გარემოს დანაგვიანება იწვევს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში