ან უნდა ვიომოთ ან ჟენევაში მოვილაპარაკოთ – გრიგოლი კარასინი

04 ივლისი 2019, 11:44 1242 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი ამბობს, რომ სამხრეთ კავკასიაში ჟენევის დისკუსიებს ალტერნატივა არ აქვს. განცხადებას რუსული სააგენტო ავრცელებს.

გრიგოლი კარასინი ამბობს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ალტერნატივა ​მხოლოდ შეიარაღების გაზრდა და ომის დაწყებაა. 

''ჩვენ არავითარი ალტერნატივა არ გვაქვს: ეს ერთადერთი ფორმატია, რომელშიც ვხვდებით საქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს. სხვა ფორმატი არ არსებობს. ან უნდა შევიკრიბოთ ჟენევაში, ან გავზარდოთ შეიარაღებული ძალები და ვიომოთ. ამას უხეშად ვამბობ, მაგრამ ჟენევის დისკუსიები - სამხრეთ კავკასიაში ნევროზულობის და ნეგატივის დაგროვების საწინააღმდეგოდ კარგი საშუალებაა“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის და უსაფრთხოების შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიმდინარეობს. მას შემდეგ წელიწადში 4 რაუნდი ტარდება.

საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებენ აშშ-ს წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ოკუპირებული ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში