სომხეთ-საქართველოს საზღვარზე ხანძარი ჩააქრეს

05 ივლისი 2019, 06:12 711 ნახვა

სომხეთ-საქართველოს საზღვარზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. მარნეულის რაიონის სოფელ კაჩაგანთან მეხანძრე-მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. 

სასაზღვრო ზოლში დამწვარია ბუჩქნარი და ეკალბარდები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი თავდაპირველად სომხეთის მხარეს გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდა.

აღნიშნულ სასაზღვრო ზოლში ტყის მასივი და დასახლებული პუნქტი არ არის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში