ტვ პირველში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს - კიბერშეტევის გამო ტელევიზია პარალიზებულია

13 აგვისტო 2019, 13:23 1336 ნახვა

ტელეკომპანია ტვ პირველში ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თამაშრომლები საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ. ტელეკომპანიის სერვერზე კიბერშეტევა განხორციელდა , რის გამოც კომპანია პირდაპირ ეთერში ვერ მაუწყებლობს და პარალიზებულია. 

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, დაახლოებით დილის 5 საათზე მიიღეს კიბერშეტევის შესახებ შეტყობინება. "დაახლოებით დილის 5 საათზე ტექნიკური ჯგუფისგან მივიღეთ შეტყობინება, რომ არხი გაითიშა.  სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა და მოხდა ძლიერი დავირუსება. ჩვენ სასწრაფოდ ჩავხსენით სერვერი და შევზღუდეთ მაუწყებლობა სიტუაციაში გასარკვევად. ამ ეტაპზე ვერ ხერხდება პირდაპირი ეთერის აღდგენა. ვერ ვუშვებთ  საინფორმაციო გამოშვებას, პოლიტიკურ თოქ-შოუებს. ჩართულები ვართ, რომ მალე აღმოიფხვრას პრობლემა," - აღმასრულებელი დირექტორის განცხადება

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი