მედიას მთავრობის ყალბი ელექტონული ფოსტიდან ფეიკ ინფორმაცია გაუგზავნეს

20 აგვისტო 2019, 11:27 1798 ნახვა

გუშინ, 19 აგვისტოს, გვიან ღამით, ქართულ მედიასაშუალებებს საქართველოს მთავრობის სახელით მეილი გაუგზავნეს. ყველა მედიასაშუალებას მეილიდან sakartgelo.gov@gmail.com გამოუგზავნეს. 

უცნობი პირები მედიას -  გარემოს დაცვის რეფორმის კონცეფციის განხილვას სთავაზობდა, დამატებითი კითხვებისა და ინფორმაციის მისაღებად კი, ჟურნალისტებს იგივე მეილზე დაკონტაქტებას სთხოვდნენ. 

უცნობია საიდან მოიპოვეს ყველა მედიასაშუალების საინფორმაციო სამსახურის ხელმძღანელებისა და პროდიუსერების მეილები.  

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ამ თემაზე ოფიციალურ კომენტარს უახლოეს პერიოდში გააკეთებენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში