"ვერ ვიმუშავებ არხზე, სადაც მთხოვენ ვთქვა ივანიშვილის დენდროლოგიურ ბაღზე, რომ რა კარგია" - პაატა იაკობაშვილი

20 აგვისტო 2019, 21:21 6721 ნახვა

 ჩვენი გუნდის მომავალი რუსთავი2 აღარ არის, ვერ ვიმუშავებ არხზე, სადაც მთხოვენ რომ რუსეთს ოკუპანტი არ ვუწოდო. ვერ ვიმუშავებ არხზე, სადაც მთხოვენ ვთქვა ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ ბაღზე, რომ რა კარგია. ეს პირდაპირ დანაშაულია...  ამას ვერ ვიზამ, კი მე წავალ ამ არხიდან  -განაცხადა  "კურიერის" წამყვანმა და ჟურნალისტმა პაატა იაკობაშვილმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლთან.

სავარაუდოდ, შვებულების დასრულების შემდეგ, ისიც დატოვებს არხს.   "ეს ბიძინა ივანიშვილის დაკვეთაა, მას და მის გუნდს სურს ხავერდოვნად შეცვალონ რაღაცეები, ასეთ სახე მისცენ, მაგრამ კურიერის გუნდი მას ამის საშუალებას არ მისცემს. იყო ამ დღის მოლოდინი გუნდზე. 

სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის შემთხვევა არ ყოფილა ამ ერთი თვის განმავლობაში, თუმცა პირველივე დღეებში, როცა სასამართლოს გადაწყვეტილებით მიენიჭა ქიბარ ხალვაშს ტელევიზიის 100%, დავიწყეთ ბრძოლა სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის. ჩამოვწერეთ პუნქტები თუ რას ნიშნავდა ჩვენთვის ეს, მათ შორის იყო საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დატოვება. 

შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ თუ ნოდარი არ იქნება მერე რაა... სხვები ხომ რჩებიან და რა შეუშლით ხელს? თუმცა, მნიშვნელოვანია  მწვავე სიუჟეტების დაგეგმვა, რომელსაც ნოდარი გეგმავდა. ეს ადვილად შეიცვლება თუ ნოდარი არ იქნება, რადგან მოიტანენ ნაკლებად მწვავე თემებს ან ბიძინა ივანიშვილისთვის და მართველი პარტიის სასიამოვნო თემები და საბოლოო ჯამში მე იძულებული ვიქნები წამოვიდე, ეს არის მათი გეგმა" - განაცხადა პაატა იაკობაშვილმა აჭარის მაუწყებელთან.  

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში