საკრებულომ რივიერას გრგ მოქალაქეების პროტესტის ფონზე დაამტკიცა

22 აგვისტო 2019, 12:20 2072 ნახვა

ბათუმის საკრებულომ რივიერას გრგ მოქალაქეების პროტესტის ფონზე დაამტკიცა. საკითხს მხარი 17-მა დეპუტატმა დაუჭირა, ორი კი წინააღმდეგი იყო. 

კენჭისყრამდე სხდომათა დარბაზში ხმაური იყო. მოქალაქეები დეპუტატებს მოუწოდებდნენ გადაწყვეტილებისთვის მხარი არ დაეჭირათ. 

სხდომათა დარბაზში დაცვის პოლიციაც შეიყვანეს. დარბაზი რამდენიმე აქტივისტს დაატოვებინეს. 

"ვინც ამ დადგენილებას მოაწერთ ხელს, ძალიან მალე სასამართლოში მოგიწევთ სიარული და იმ ხალხთან ერთად დასვენება, რომლებიც ახლა ქუთაისში ისვენებენ, ქალაქის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს ვგულისხმობ" - მიმართა დეპუტატებს ერთ-ერთმა მოქალაქემ.

"შეგრცხვებათ, ისევე როგორც შერცხვა ასლან აბაშიძის შემდეგ ბევრ ჩინოვნიკს,  ბათუმში ხომ უნდა იცხოვროთ, არ მიიღოთ ეს გადაწყვეტილება''...

"გაჭაღარავდი ამ ქალაქში ელგუჯა ანდრიაძე, შენ მაინც რა გჭირს, აღარა ხარ შენ ის ელგუჯა, დარდმა გაგაჭაღარავა''

''​მოღალატეები ხართ და პასუხს აგებთ სულ ყველა''...

''აბა დამენახეთ ის ბათუმლები რომლები ხართ, რომლებიც ამ დადგენილებას მოაწერთ ხელს.

"კომკავშირული სხდომა დამთავრებულია"

 

''ნუ იმეტებთ ქალაქს''... ''პარტიული მონები'' - მსგავსი რეპლიკები დარბაზში რამდენიმე წუთის განმავლობაში ისმოდა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში