ბათუმში, ტურისტულად აქტიური უბნების მოსახლეობა, უსიამოვნო სუნს უჩივის. ისინი ქალაქში მძაფრ სუნს, მოუწესრიგებელ საკანალიზაციო ქსელს უკავშირებენ. მერიაში განმარტავენ, რომ სისტემის მოწესრიგება ნოემბერში დასრულდება, მანამდე კი მოქალაქეებს ურჩევენ, ცხელი ხაზით ისარგებლონ.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            