სერთიფიკატების გადაცემა

07 სექტემბერი 2016, 00:00 2169 ნახვა

დასაქმების სააგენტომ  დღეს 2016 წლის ქვეპროგრამის ,,პროფესიული გადამზადების’’ შედეგების ანგარიში წარადგინა. სასწავლო კურსი 86 ბენეფიციარმა გაიარა. მათ პროფესიული და უცხო ენების სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატების გარდა ,,დემოკრატიის ინტიტუტი’’-ს მიერ ორგანიზებული ,,მცირე საქმიანობის ბიზნესის გაძლიერებისა’’ და ,,დამსაქმებელთან კომუნიკაციის’’ ტრენინგების სერტიფიკატებიც გადაეცათ. „დემოკრატიის ინსტიტუტისა“ და დასაქმების სააგენტოსთან გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ქვეპროგრამით მოსარგებლეებს, თვითდასაქმებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, საჩუქრად პროფესიული განვითარებისათვის საჭირო სახელმძღვანელოებსა და სამუშაო ინვენტარიც გადასცეს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში