დღეს მოგყვებით “KAFKAS SPORI”-ზე ქართველების დაფუძნებულ საფეხბურთო კლუბზე ინეგოლიდან. 45 წლის წინ გურჯების მიერ, შვილების ერთად შეკრების და ფეხბურთით დაკავების მიზნით შექმნილი კლუბი ახლა უკვე ერთ-ერთი წამყვანია მარმარას რეგიონში.
უფრო მეტიც, “KAFKAS SPORI”-ს გუნდი მესამე ლიგაში თამაშობს და წინ დიდი გეგმები აქვს.
რუბრიკა “ფრაგმენტებში” ნახავთ გურჯების საფეხბურთო კლუბს და გაიცნობთ კაცს, რომელმაც ჯინველო “KAFKAS SPORI”-ს ჰიტად აქცია - საბაჰათინ ორდუ და ჩვენებურები ჩვენს ეთერში საღამოს 20:00 საათიანი გამოშვების დასასრულს.