გამოთხოვება მამუკა ჩარკვიანთან

24 აგვისტო 2025, 14:31 230 ნახვა

მამუკა ჩარკვიანი დაკრძალეს. მუსიკოსი და კომპოზიტორი ქაშვეთის ეკლესიიდან გამოასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. მუსიკოსის პანაშვიდზე ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი გუნდის ლიდერები იმყოფებოდნენ. 

ქართველი მუსიკოსი და კომპოზიტორი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი 1995 წლიდან აქტიურად გამოჩნდა მუსიკალურ სცენაზე. მისი რეპერტუარის დიდი ნაწილი მამის, ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსებზე შექმნილ სიმღერებს მოიცავდა.

მომღერალს გამოცემული აქვს რამდენიმე ალბომი და მიღებული აქვს არაერთი ჯილდო.

2014 წელს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მამუკა ჩარკვიანის ვარსკვლავი, 2023 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე, 2000 წელს კი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი