''ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს არჩევნებით, ვემიჯნებით   რევოლუციას“- მამუკა ხაზარაძე

17 ნოემბერი 2019, 12:25 1124 ნახვა

რევოლუციას ემიჯნება, დროებითი მთავრობის მოთხოვნას კი არასერიოზულად უყურებს, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“. მამუკა ხაზარაძეს მიაჩნია, რომ ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს არჩევნებით, რომელიც უნდა გაიმართოს პროპორციული წესით.

მან, გუშინ, ჩვენს ეთერში თქვა, რომ ოპოზიციასთან გაერთიანებას ''ლელო'' არ აპირებს, ისინი მოქალაქეებთან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, პროპორციული არჩევნების ჩატარების უფლების წართმევას აპროტესტებენ. ''ლელოს'' დამფუძნებელი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ნდობის ლიმიტი ამოწურა,ხაზარაძეს წარმოუდგენლად მიაჩნია ''ქართულ ოცნებას'' საზოგადოება ისევ ენდოს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი