"ეს პარლამენტია, ეს არ არის სალობიე, რომ ხან გამოცხვება ლობიო და ხან არა,"- ნუკრი ქანთარია

26 ნოემბერი 2019, 11:31 1519 ნახვა

"ძალიან უხერხული სიტუაციაა, მაგრამ ეს არის პარლამენტი, ეს არ არის სალობიე, რომ ხან გამოცხვება ლობიო და ხან არა. ამიტომ, აქ უნდა მიმდინარეობდეს კანონების მიღება", - ასე გამოეხმაურა "ქართლი ოცნების" წევრი პარლამენტის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

მმართველი გუნდის დეპუტატი ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოს წინ აქცია მშვიდობიანად დაიშალა.

"მე მგონი, მშვიდობიანად დაიშალა, მე რამდენადაც ვიცი, არა? რამე მოხდა? მითხარით, რამე მოხდა?"- ამბობს ნუკრი  ქანთარია.

დეპუტატი ამბობს, რომ ინფორმაციას აქციაზე დაშავებულების შესახებ არ ფლობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში