საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში

20 იანვარი 2020, 10:02 316 ნახვა

ბრიუსელში საქართველოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. შეხვედრებისას ყურადღება გამახვილდება  ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ პრობლემებზე გამახვილდება.

21 იანვარს ქართული დელეგაციის წევრები  ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით გამოვლენ. 22 იანვარს კი ქეთევან ციხელაშვილი  ნატო-საქართველოს კომისიას მიმართავს.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში