დაზიანებული საავტომობილო გზა ქობულეთის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე

03 თებერვალი 2020, 13:29 3347 ნახვა

დაზიანებული საავტომობილო გზა  ქობულეთის რკინიგზის  სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჯავახიშვილის ქუჩის  მცხოვრებლები ამბობენ, რომ გზაზე, სადაც ბეტონის ფილებია დაგებული,  ამორტიზებულია და მის შეკეთებას რამდენიმე თვეა ითხოვენ.  

შესაბამისი განცხადებით გასულ წელს მერიასაც მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. მოსახლეობის თქმით, გზის დაზიანება ტერიტორიაზე მაღალი გამავლობის მანქანების გადაადგილებამ განაპირობა.

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი საქართველოს გზების  დეპარტამენტია. სადაც ამბობენ, რომ კომენტარს ტერიტორიის საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ გააკეთებენ.

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში