 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ბრაიტონში GP Practice (სამედიცინო დაწესებულება) დროებით მას შემდეგ დაიხურა, რაც თანამშრომლის ტესტი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
Country Oak ის სამედიცინო ცენტრის პაციენტებს აფრთხილებენ, რომ თუ რაიმე ეჭვი გაუჩნდებათ ვირუსთან დაკავშირებით, სასწრაფოდ დაუკავშირდნენ NHS (ნაციონალურ ჯანდაცვის სერვისს).
ამ ეტაპზე დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 8 ადამიანია დაავადებული, თუმცა ჯანდაცვის დეპარტამენტმა მას საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ”სერიოზული და გარდაუვალი საფრთხე” უწოდა. ამის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთისთვის ვირუსის გავრცელების რისკი ”ზომიერად” ფასდება.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            