ახალი 8 შემთხვევა ძველ პაციენტებთან კავშირშია - კორონავირუსით ინფიცირებული 23 პაციენტი

10 მარტი 2020, 22:45 1966 ნახვა

კორონავირუსით დაავადებულებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ახლა ასეთი ვითარება, პრაქტიკულად არის ორი დიდი ჯგუფი, რომელიც მოგზაურობდა იტალიაში. ერთი ჯგუფი დაკავშირებულია პაციენტ #4-თან, ხოლო მეორე ჯგუფი პაციენტ #5-თან. ამ ორმა პაციენტმა, რეალურად ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ჯგუფი შექმნა, რომლებიც მოგზაურობდნენ იტალიაში და დაინფიცირდნენ კორონავირუსით - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა. 

"ერთ-ერთი ინფიცირებული პაციენტი, რომელიც ახლა გამოვლინდა, ვარაუდობს, რომ ფულით დაინფიცირდა, რადგან კონტაქტი ჰქონდა პაციენტ ნომერ ხუთთან. მან რაღაც სამუშაო შეასრულა და როგორც ამბობს, #5 პაციენტიდან აიღო ფული. ის ადამიანი ისეც იმყოფებოდა ინფექციურ საავადმყოფოში, ტესტირების მიხედვით არ ჰქონდა კორონავირუსი, თუმცა  პასუხი ახლა გახდა ცნობილი.

ბოლო ერთ საათში დრამატულად შეიცვალა სიტუაცია. 8 ახალი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.ასე, რომ ამჟამად არის 23 ახალი შემთხვევა“,-განაცხადა ცერცვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში