აშშ-ში კორონავირუსის ექსპერიმენტული პრეპარატის ცდებმა ეფექტური შედეგი აჩვენა - გარდიანი

11 მარტი 2020, 11:28 2120 ნახვა

"გარდიანზე" დაყრდნობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ინფორმაციას ავრცელებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კორონავირუსზე ექსპერიმენტული კლინიკური ცდები ჩატარდა და ეფექტური შედეგები აჩვენა. 

ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, ამერიკული ბიოტექნიკური კომპანიის შემუშავებული „რემდესივირი“ ბევრისთვის იმედის მომცემი პრეპარატი გახდა, რადგან კლინიკური ცდების საშუალებით გაირკვა, რომ ის პაციენტებზე დადებითად მოქმედებს.

პრეპარატის კლინიკური ცდების პირველი ოფიციალური შედეგები მომდევნო თვეში იქნება ცნობილი. თუმცა რიგ ქვეყნებში, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების სამკურნალოდ, მათი ნებართვით ექიმები უკვე იყენებენ.

მათ შორის აშშ-ში, ჩინეთსა და იტალიაში. "გარდიანის" ცნობით, აღნიშნული პრეპარატით ჩატარებული კურსის შემდეგ ვაშინგტონის შტატში 35 წლის მამაკაცი განიკურნა.

თუმცა, აუცილებელია, პრეპარატის სრული გამოცდა და დადგენა, ამსუბუქებს თუ არა პრეპარატი სიმპტომების სიმძიმეს და ამცირებს თუ არა სიკვდილიანობის მაჩვენებელს.

„გარდიანის“ ცნობით, ამერიკელი ინფექციონისტები სწორედ ამ პრეპარატზე ამყარებენ იმედს. ისინი ამბობენ, რომ „რემდესივირი“ ყველაზე დამაიმედებელი პრეპარატია.

აქედან გამომდინარე, ამერიკული ბიოტექნიკური კომპანია პრეპარატის დაჩქარებულ წარმოებას აპირებს. ამერიკელი ინფექციონისტები ამბობენ, პრეპარატი ადამიანის ორგანიზმში ვირუსის გავრცელებას უშლის ხელს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში