70 წელს გადაცილებული პირები თავშეყრის ადგილებს მოერიდონ - საქართველოს მთავრობა

16 მარტი 2020, 13:29 2072 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის ბრძანებით, ყველა 70 წელს მიღწეულ პირს მკაცრი რეკომენდაცია ეძლევა, მოარიდონ თავი თავშეყრის ადგილებს.  ასაკოვანი ადამიანები კორონავირუსის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებად ითვლებიან და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების რისკი ამ ასაკში გაცილებით მაღალია. 

სპეციალისტების  განმარტებებით, კორონავირუსს მაღალი ლეტალობა - სიკვდილიანობა არ ახასიათებს, თუმცა უფრო ხშირად მძიმდებიან პაციენტები, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ.  

რეკომენდაცია დღეს სპეციალურ ბრიფინგზე მთავრობამ გასცა, რომელმაც COVID-19 გავრცელების საფრთხის გამო, რადიკლური ზომები მიიღო და უპრეცენდენტოდ გაამკაცრა ზომები - უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჩაკეტა საზღვრები, დრ ოზე ადრე დახურა სამთო სათხილამურო კურორტები. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში