დარღვეული უსაფრთხოება - ქობულეთში მეეზოვეები სამარშუტო ტაქსებით გადაიწყვანეს

22 მარტი 2020, 18:34 4111 ნახვა

ახლო კონტაქტი და მჭიდრო  სივრცე ვირუსის გავრცელების უპირველეს ხელშემწყობ ფაქტორად მიიჩნევა.ამ გადაწყვეტილებას მოქალაქეები და მძღოლების ნაწილი გაგებით მოეკიდნენ და რეკომენდაციას ნებაყოფლობით დაემორჩილნენ. მოძრაობა შეწყდა, თუმცა ქობულეთის მერიის სანდასუფთავების სამსახურმა რეკომენდაცია არ გაითვალისწინა.

აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დილით სანდასუფთავების თანამშრომლების სატრანსპორტო საშუალება გადაიღო. მიკროავტობუსი რეალურად გადატვირთული იყო და თანამშრომლებს ფეხზე დგომა მოუწიათ.  "არც პირბადე, არც სამედიცინო ხელთათმანები არ დაურიგებიათ"- გვიყვებიან მეეზოვეები. ამბობენ, რომ მიკროავტობუსი პატარაა და შიგნით დაახლოებით 25 - ადამიანი გაუსაძლის პირობებში,  უჰაერო სივრცეში და ფეხზე დგომით გადაჰყავთ".

გვარწმუნებენ, რომ რამდენჯერმე მიმართეს ამ საკითხზე ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურს, თუმცა არ გაითვალისწინეს. „აიპი“ ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურის იურისტი ლაშა რომანაძე ამბობს, რომ „მეეზოვეები, რომლებიც ყოველ დღე გადაჰყავთ სამუშაოდ, არ შედიან რისკჯგუფში და დანარჩენ მოსახლეობასთან არ აქვთ ურთიერთობა. იურისტის თქმით მიკროავტობუსს  დეზინფექცია უტარდება და გაცემულია რეკომენდაციები.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში