"კარანტინი" - სოფელში თვითიზოლაციაში მყოფმა მოხუცებმა საკვებით დატვირთულ მოხალისეებს კარი არ გაუღეს

02 აპრილი 2020, 19:09 57251 ნახვა

ქედაში, სოფელ დანდალოში მოხუცებული წყვილი თვითიზოლაციაში იმყოფება. სახლის ჭიშკარი ჯაჭვით აქვთ ჩაკეტილი და ეზოში არავის უშვებენ. დღეს, მათთან მოხალისეები იმყოფებოდნენ, რომლებმაც მარტოხელა მოხუცებს საკვები აუტანეს, თუმცა მათ ჭიშკარი არ გაუღეს, უთხრეს რომ ვირუსის ეშინიათ. 

მოხალისეებმა საკვები ჭიშკრის მიღმა დაუტოვეს. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი