სუსი “ნაციონალური მოძრაობის” სამ წევრს იბარებს

28 სექტემბერი 2016, 00:00 4702 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაკითხვაზე დაბარების უწყება „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ რამდენიმე წევრს გაუგზავნა. აკაკი მინაშვილისა და ნუგზარ წიკლაურის შემდეგ სუს-ი ინტერნეტში გუშინ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით დაკითხვაზე ამჯერად პეტრე ცისკარიშვილს, გიგი წერეთელსა და ირმა ნადირაშვილს იბარებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა შესაბამისი უწყებები პარტიის ოფისში გუშინ მიიტანეს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ის არ ჩაიბარეს. გაგზავნილი უწყებების მიხედვით, ცისკარიშვილი, წერეთელი და ნადირაშვილი უწყებაში დღეს უნდა გამოცხადდნენ, თუმცა ისინი საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებენ და გამომძიებლებს მოუწოდებენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში თავად მივიდნენ. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში