ბათუმის საკარანტინე ზონაში ნომრის ჩხრეკისას პოლიციამ ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

19 მაისი 2020, 11:07 2122 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა საკარანტინე ზონაში მოთავსებული ბრალდებულის დროებითი საცხოვრებლის-სასტუმროს ნომრის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ 10 აბი და 5 აბის ნატეხები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში