კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა დღეს საქართველოში

22 მაისი 2020, 12:24 1407 ნახვა

კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა დღეს საქართველოში. 10 ადამიანი  კი გამოჯანმრთელდა. ერთი ახალი ინფიცირებული თეთრიწყაროს კლასტერთან კონტაქტირებული პირია, ერთი კი  საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს. თეთრიწყაროს კლასტერიდან  ახალი ინფიცირებული  ბოჭორიშვილის კლინიკაში  შეიყვანეს,ეს არის 79 წლის ქალი  ,რომელსაც  თანმხლები დაავადებები აქვს და მისი  ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა. გაუმჯობესდა და სტაბილურია ინფექციურ საავადმყოფოში  მოთავსებული  კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 35 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.  რაც შეეხება აჭარას , ბოლოს გამოკვლეული   260 ანალიზის პასუხი უარყოფითია ,კლინიკა მედალფაში  2 პაციენტია მოთავსებული ,ცხელების ცენტრებში კი   დღეს  საეჭვო  სიმპტომების მქონე 20  პირს იკვლევენ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში