ხმაური ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე

29 მაისი 2020, 15:23 1423 ნახვა

ხმაურითა და დაპირისპირებით დაიწყო ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა. უმრავლესობის წევრმა ვახტანგ ლორთქიფანიძემ ნაციონალური მოძრაობა ტყუილში დაადანაშაულა. ლორთქიფანიძემ 3 ავტომობილის შესყიდვის ხელშეკრულება წარმოადგინა და აღნიშნა, რომ გასული წლის ბოლოს გააფორმეს და არა პანდემიის პერიოდში.

სიცრუე უწოდა ოპოზიციის განცხადებას ბიუჯეტის სეკვესტრთან დაკავშირებით და პარტია როგორც სექტა მოიხსენია. მოგვიანებით,  სხდომა საკითხების განხილვას დაეთმო.   კორონა ვირუსის გამო მუნიციპალიტეტის ქონებით მოსარგებლეებს სამთვიანი საშეღავათო პერიოდი მიეცათ და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებების გამო პირგასამტეხლოსგან გაათავისუფლეს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში