რატომ არ ფუნქციონირებს ბათუმი ველოს სერვისი?

17 ივნისი 2020, 18:26 2730 ნახვა

“ბათუმი ველოს“ ტერმინალები ბოლო რამდენიმე კვირაა ცარიელია. ტურისტული სეზონისთვის ველოსიპედების გაქირავების მუნიციპალური სერვისი არ მოქმედებს. “ავტოტრანსპორტში“ განმარტავენ, რომ მიზეზი პროგრამული უზრუნველყოფის ცვლილებაა.

მალე “ბათუმი ველოთი“ სარგებლობა ტელეფონის აპლიკაციით იქნება შესაძლებელი. ბადრი ფარტენაძის განცხადებით, განახლდება ველოპარკიც. ეს პროცესი კი მისი თქმით, კორონაპანდემიის გამო დროში გახანგრძლივდა, ახალი სისტემა კი  ივლისში მზად იქნება. “ავტოტრანსპორტში“ აცხადებენ, რომ შესაბამისი ჯანდაცვის რეკომენდაციებით იხელმძღვანელებენ, მათ შორის იქნება დეზინფექცია.     

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში