პარლამენტი საარჩევნო კოდექსზე მუშაობას იწყებს

30 ივნისი 2020, 12:01 1140 ნახვა

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ პარლამენტი საარჩევნო კოდექსსაც ცვლის. დღეს  კანონმდებლები ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, დაჩქარებული წესით განიხილავენ.

დეპუტატების უმრავლესობა თანხმდება, რომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები არის აუცილებელი. "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" საკომიტეტო მოსმენას დაესწრებიან და ისინი დეპუტატებს საკუთარ რეკომენდაციებს გააცნობენ.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში