ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი - პროცესი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში

21 ივლისი 2020, 18:16 1370 ნახვა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე მოწმებიის დაკითხვა 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღევანდელ პროცესზე მერიის წარმომადგენლები დაიკითხნენ. მოწმეები ირწმუნებოდნენ, რომ საცხოვრებელ ზონაში მსგავსი საკულტო ნაგებობის აშენება არ შეიძლება. განმარტეს, ასევე, რომ სადაც მუსლიმთა თემი მეჩეთის აშენებას ითხოვს, მოსახლეობის თავშეყრის ადგილია. მოსამართლე, ხათუნა ხომერიკმა, მოწმეებს შეახსენა ბათუმის მერიის მიერ გამოთხოვილი დოკუმენტი, სადაც ფიქსირდება, რომ ოფიციალური რეგისტრაცია ბათუმში არსებულ რამდენიმე საკულტო ნაგებობას არააქვს, თუმცა ისინი დღემდე ფუნქციონირებენ.

ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის იურისტი კი აცხადებს, რომ მოწმეებმა დღეს ფაქტობრივად იმას გაუსვეს ხაზი, რომ მერიის გადაწვეტილება დისკრიმინაციულია. როდის ჩაინიშნება შემდეგი სასამართლო პროცესი უცნობია, სადაც მხარეებს შორის პაექრობა გაიმართება.  ახალი მეჩეთის მშენებლობაზე ბათუმის მერიის უარი, საქალაქო სასამართლომ სექტემბერში დისკრიმინაციულად მიიჩნია. გადაწყვეტილება ორივე მხარემ სააპელაციოში გაასაჩივრა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში