კორონავირუსის ახალი ტალღის პირას. კოვიდ 19-ის გახშირებული შემთხვევების გამო, სოფელ ყარაჯალარში სპეციალური პუნქტი მოეწყობა და მოქალაქეებს სპეციალური ტესტი ჩაუტარდება. გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ბოლო დღეებში ვირუსის 36 შემთხვევა გამოვლინდა.
სწორედ ამიტომ 6 ჯგუფი კარდაკარის პრინციპით მუშაობს და მოქალაქეებს პისიარ ტესტირება ადგილზე უტარდებათ.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            