აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა ქალს, რომელიც თურქეთიდან შემოვიდა და კარანტინში იყო

12 აგვისტო 2020, 10:45 2559 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა ქალს, რომელიც თურქეთიდან შემოვიდა და კარანტინში იყო.

ინფიცირებული კოვიდმიმღებ ცენტრში გადაიყვანეს და მას შესაბამისი კვლევები უტარდება. 

ბათუმში გუშინ კორონავირუსი კიდევ ერთმა პაციენტმა დაამარცხა.  რესპუბლიკურ საავადმყოფოში კი  17 მოქალაქე რჩება. 

დღეს საქართველოში covid-19 კიდევ 14 ადამიანს დაუდასტურდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში